ამინდის პროგნოზი

სოფლის მეურნეობის მინისტრი ENPARD-ის კონსორციუმის წევრებს შეხვდა

 
11 January, 2017   2 თვის 1 კვირის წინ
 
141

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) კონსორციუმის წევრებს შეხვდა და ENPARDI-ის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების კუთხით  მიღწეული შედეგები განიხილა. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2017 წელს ENPARDI-ის ფარგლებში დონორების მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსების პროგრამა სრულდება.

შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული და გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია. ამ კუთხით მუშაობა უნდა გაგრძელდეს,  დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება არ უნდა დაიკარგოს. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამინისტროს და ENPARD-ის კონსორციუმის წევრების ხედვა კოოპერატივების განვითარების კუთხით, ბევრ საკითხში თანხვედრაშია. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოოპერაციულ საწარმოებში შიდა ინვესტიციების მობილიზების გაძლიერების აუცილებლობა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდნენ.

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 57.14 %

4 ხმა

 
კი 28.57 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 14.29 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 7 ხმა