ამინდის პროგნოზი

"რესპუბლიკური პარტია" მთავრობას "გაზპრომთან" დაკავშირებით 4 კითხვით მიმართავს

 
11 January, 2017   1 კვირის 9 საათის და წინ
 
220

საქართველოს რესპუბლიკური პარტია „გაზპრომთან“ ხელშეკურლების გაფორმების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

"ყოველი წლის მიწურულს აქტიური განხილვის საგანი ხდება „გაზპრომთან“ ხელშეკრულების განახლება. 2015 წლის მიწურულს აღნიშნული საკითხი ხელშეკრულების განახლებამდე ღია განხილვის საგანი იყო, ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტი, განსაკუთრებით კი ფრაქცია „რესპუბლიკელები“, რომლის ოფიციალური მიმართვის შემდეგ სამინისტრომ აიღო ოფიციალურივე ვალდებულება, რომ არ მოხდებოდა გაზის ტრანზიტისათვის ფულად ანაზღაურებაზე შეთანხმება და საქართველოს დარჩებოდა გატარებული გაზის 10%. წინა პარლამენტში არსებული პარტიული მრავალფეროვნება, ინსტიტუტებს შორის ანგარიშვალდებულება, იყო საკითხების საჯარო განხილვის და დებატების საფუძველი. 

სამწუხაროდ, 2016 წლის ბოლოს საკონსტიტუციო უმრავლესობით ხიბლში ჩავარდნილმა ხელისუფლებამ, ამ საკითხში, ისევე როგორც უკვე სხვა ბევრ მნიშვნელოვან საკითხში, საზოგადოებასთან შეუთანხმებლად და ურთიერთშეუსაბამო განცხადებების გავრცელებით საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი დაგვაყენა ფაქტის წინაშე - რუსულ მხარეს შეუთანხმდა 2 წლიანი ხელშეკრულების დადებაზე, რომლის დეტალებზე ხელისუფლება არც გვესაუბრება.  თუმცა, ის კი აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადის ანაზღაურების ფულად ფორმაზე, რაც წამგებიანია ფინანსურად და სახიფათოა პოლიტიკურად. 

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაასაჯაროოს „გაზპრომთან“ წინასწარ მიღწეული შეთანხმების დეტალები და ამჟამადაც გაგვცეს პასუხი შემდეგ კითხვებზე:  

1. მოლაპარაკების დაწყებამდე ენერგეტიკის მინისტრი აცხადებდა, რომ საქართველოსთვის მიუღებელია გაზპრომის წინადადება, მიიღოს ფინანსური ანაზღაურება ბუნებრივი აირის გატარების სანაცვლოდ. მინისტრის თქმით, საქართველოსთვის მისაღები მხოლოდ, ტრანზიტის სანაცვლოდ გატარებული ბუნებრივი აირის რაოდენობის 10 % მიიღება იქნებოდა, რაც დაახლოებით 300 მლნ მ/3 ია. რამ განაპირობა 25 დღეში პოზიციის ამგვარი მკვეთრი ცვლილება?

2. დღეს, 11 იანვარს, მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება არის ბუნდოვანი. კერძოდ, რას ნიშნავს დაახლოებით იგივე ფინანსური შედეგი? საუბარია მხოლოდ 1000 მ3 აირის ღირებულებაზე, რაც 185 $,  მაგრამ არ არის ნახსენები თავად აირის ტრანზიტის ღირებულება, ანუ რამდენი $ შემოვა ბიუჯეტში ტრანზიტის მეშვეობით და ამ ახალი ხელშეკრულების პირობებში?

3. რას ნიშნავს პირველი წელი იქნება ნაწილობრივ ფინანსური და ნატურით გადახდილი და მეორე წელი მთლიანად ფინანსური, მაშინ როცა საქართველოში გაზის მოხმარება წლიდან წლამდე 5 დან 20 % ით მატულობს?

4. რა იქნება 2 წლის შემდეგ, რადგან 2003 წლიდან ხელშეკრულების პირობები არ იცვლებოდა და ყოველწლიურად მიმდინარეობდა გეგმიური ხელშეკრულების ვადის გაგრძელება. რატომ იდება ხელშეკრულება 2 წლით წინასწარ და არა ერთი წლით?", - აღნიშნულია განცხადებაში 

 

"თუ უმრავლესობის დეპუტატებს ექნებათ სურვილი, უფრო დეტალებში მიიღონ ინფორმაცია, მზად ვარ პარლამენტში მივიდე"

 
6 საათის და 53 წუთის წინ
 
83
 

"ამ მოლაპარაკებებით ჩვენ შევინარჩუნეთ ენერგოდამოუკიდებლობის იგივე ხარისხი"

 
7 საათის და 3 წუთის წინ
 
101
 

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია "არა გაზპრომს!" გაიმართება

 
17 January, 2017
 
112
 

"რესპუბლიკური პარტია" "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს უარყოფითად აფასებს

 
17 January, 2017
 
44
 

"გაზპრომთან" ხელშეკრულებით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები"

 
17 January, 2017
 
73
 
ყველა მსგავსი სიახლე
უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა