ამინდის პროგნოზი

"გაფრთხილებთ, რომ არ შეგრჩებათ უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა!"

 
11 January, 2017   1 თვის 1 კვირის წინ
 
2733

ვახტანგ რჩეულიშვილის თქმით, მაია რჩეულიშვილს შეგნებულად კლავენ, "ცენტრ-პოინტს " კი აკოტრებენ!

მისივე თქმით, პროკურატურის აგენტები პროკურატურასთან ერთად არა მარტო მაია რჩეულიშვილის ფიზიკურ განადგურებას ცდილობენ, არამედ დამნაშავე პირებს აფარებენ ხელს, რათა კომპანიის წართმეული ქონების კომპენსაცია ვერ მოხდეს.

"ვისაც კომუნისტების დრო ახსოვს დამეთანხმება, რომ კგბ-ს და პროკურატურას ყოველთვის ჰყავდათ აგენტები, რომლებიც ნებისმიერ ცრუ ჩვენებას იძლეოდნენ რეჟიმის დავალებით. ასეთები ავსებდნენ სასამართლოს დარბაზებს და ხმამაღლა ითხოვდნენ პოლიტპატიმრების დახვრეტას. იგივე ხდება დღესაც - 2 წლის წინ ჩასახლებული ბათუმის მაგნოლიის საქმეზე სამარცხვინო სასამართლო პროცესს ამ მშენებლობის არც ერთი (!) კლიენტი არ ესწრება და დარბაზს სხვა ობიექტებიდან მოყვანილი პროკურატურის აგენტებით ავსებენ, რომლებიც ხმამაღალა ლანძღავენ პატიმრებს და მათ ადვოკატებს და ძეგავლენას ახდენენ სასამართლოზე. საბჭოთა კგბ-ს ძველი აგენტები რომ არ გაიშიფრა დღემდე, ამიტომაც არიან გათავხედებული დღეს პროკურატურის აგენტები- ზოგი მათგანი მაია რჩეულიშვილის სიკვდილს ითხოვს და ზოგიც კომუნისტური წყობის აღდგენას, ერთი და იგივე ხალხს დაზარალებულთა სახელით ახვდრებენ ივანიშვილს, იგივე ხალხი ფეისბუკით გეგმავს რჩეულიშვილის ოჯახზე თავდასხმას და მათთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას და იგივე ადამიანები ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს. ამ დროს კი ძველი ხელისუფლების მიერ უკვე გაძარცვული კომპანიას ახალი ხელისუფლება ბოლომდე აკოტრებს და ათასობით პატიოსან კლიენტს უბინაოდ ტოვებს. ამიტომაც პროკურატურის აგენტები პროკურატურასთან ერთად არა მარტო რჩეულიშვილის ფიზიკურ განადგურებას ცდილობენ, არამედ დამნაშავე პირებს აფარებენ ხელს, რათა კომპანიის წართმეული ქონების კომპენსაცია ვერ მოხდეს: დამნაშავეებს შორისაა თბილისის და ბათუმის მერიები, თბილისის განვითარების ფონდი და "ცენტრ-პოინტიზე" რეიდერული თავდასხმის შემსრულებელი შპს "დექსუსი".

დაზარალებულების ლიდერები იყენებენ დაზარალებულთა სახელს პირადი კეთილდღეობისათვის და ცხადია უფასოდ არ ასრულებენ ხელისუფლების დაკვეთას- პროვოკატორმა ადვოკატმა მარინა კორძაძეს მაგალითია საკმარისი ამისათვის, რა ქონება მიიღო მან ყოფილი ხელისუფლების ლიდერების მომსახურებით, ნამდვილი დაზარალებულები კი პირშიჩალაგამოვლებული დატოვა. ქართული ანდაზის მიხედვით ხელი ხელს ბანსო და ორივენი პირსო- საინტერესოა ვის ბანენ პირს პროკურორები და მათი აგენტები უკვე დღეს მაიას ფიზიკური განადგურებისა და კომპანიის გაკოტრების მცდელობით? ესაა მთავარი შეკითხვა, რომელზეც პასუხი რაც შეიძლება მალეა გასაცემი, ვინაიდან წინაამღდეგ შემთვევაში მაიას მოკლავენ, კომპანიის კლიენტებს ქონებას გაანადგურებენ და ხელისუფლების მაგივრად ამასაც მაიას დააბრალებენ.

ევროპაში კი არა, რუსეთშიც კი ასეთი სამარცხვინო შერჩევითი სამართალი აღარ ხორციელდება, როდესაც კანონი ომით დაზარალებული სამშენებლო კომპანიების დასახმარებლად საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე მხოლოდ "ქართული ოცნების" აქტივისტებისათვის მოქმედებს და დანარჩენი სამშენებლო კომპანიების უკვე 8 ხელმძღვანელმა თავი მოიკლა და მაია რჩეულიშვილს კი დღეს კლავენ!

გაფრთხილებთ, რომ არ შეგრჩებათ უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა! პროკურატურის აგენტები და პროკურატურა კი ამჯერად ექიმებს აშინებს, რათა მათ აღარ გაბედონ მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხმის ამოღება. სწორედ ექიმების პროკურატურის დევნისაგან საკუთარი თავისა და ექიმების გადასარჩენად განაცხადა მაიამ ჩვეულებრივ საავადმყოფაში დარჩენაზე უარი, მოითხოვა საპატიმროში დაბრუნება, სადაც პასუხისმგებლობა მის სიცოცხლეზე ოფიციალურად ეკისრება ხელისუფლებას და მისი სიკვდილის შემთხვევაში ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. ვისაც ჰგონია, რომ მაია და ვახტანგ რჩეულიშვილების ოჯახის განადგურება და მაიას უკანონო წინასწარი პატიმრობა სერიოზული პოლიტიკური სკანდალი არ არის, მწარედ ცდება!

ვიცი, რომ "ქართულ ოცნებაში" პატიოსანი ადამიანიც ბევრია. მათ მივმართავ: კრიზისის დაძლევა ძალიან ადვილია, თუკი ამ პატიოსანმა ადამიანებმა კეთილი ნება გამოიჩინეს და იმისთვის მაინც მოიცალეს, რომ პროკურატურის აგენტების გარდა ჩვენი, კომპანიისა დამფუძნებლებისა და პატიოსანი ადამიანების აზრი და წინადადებები მოისმინონ! 4 წელია, უშედეგოდ ვცდილობ პრემიერ-მინისტრთან ან მის ნებისმიერ წარმომადგენელთან (ვინც ეკონომიკაში და სამართალში ერკვევა) შეხვედრას ჩვენი წინადადებების განსახილველად, მაგრამ ამაოდ! მანამდე კი მაის კლავენ!!!", - წერს რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში.

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა