ამინდის პროგნოზი

1989 წლის 9 აპრილი - მოვლენები, რომელმაც ახალი ეპოქა შექმნა

 
08 April, 2017   3 კვირის 1 საათის და წინ
 
547

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი სრულდება. დამოუკიდებლობის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ ქართველებს რუსული ტანკები დაუპირისპირდა. 

1989 წლის 18 მარტს ე.წ. "ლიხნის ასამბლეის“ ჩატარების შემდეგ, რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით, საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ.

საპროტესტო აქციებმა პიკს 1989 წლის 4 აპრილს მიაღწია, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზე, თბილისში. მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი (მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში და ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს.

6 აპრილიდან თბილისში იმყოფებოდა სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი კოჩეტოვი. 7 აპრილის დილას გაიმართა პოლიტბიუროს სხდომა ე. ლიგაჩოვის თავმჯდომარეობით. გაიცა ბრძანება რეგულარული და შინაგან საქმეთა ჯარების თბილისში გადასროლის შესახებ. კოჩეტოვმა, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა როდიონოვმა და საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა შეიმუშავეს მიტინგის გარეკვის ზოგადი გეგმა. 

7 აპრილს, 21:00 საათზე პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად.

8 აპრილს გაიმართა რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს სხდომა, სადაც როდიონოვმა და კოჩეტოვმა წევრებს მისცეს დაპირებები, რომ ოპერაცია ჩაივლიდა უსისხლოდ. როდიონოვმა ოპერაციაზე თანხმობა თავდაცვის მინისტრ იაზოვისგან მიიღო, ხოლო სკკპ ცკ-ის გადაწყვეტილებით, ოპერციისთვის გაერთიანდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები.

დღისა და ღამის განმავლობაში თბილისში შევიდა: საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან.

9 აპრილს, გამთენიისას, 04:00 საათზე საბჭოთა არმიის ნაწილებმა მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მომიტინგეები არნახული სისასტიკით დაარბიეს. 

9 აპრილს, 11:00 საათზე გამოცხადდა კომენდანტის საათი თბილისში, მაგრამ ცნობა მოსახლეობას ადგილობრივი ტელევიზიით კომენდატის საათის მოქმედების შესახებ მიეწოდა მხოლოდ 22:15 საათზე. ქალაქის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა როდიონოვი. 

აქციის დარბევისას გამოყენებულ იქნა მომაკვდინებელი იარაღი: ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მაშინ 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათეულობით დაშავდა, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით კი 2000-მდე ადამიანი მოიწამლა. 

ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

"სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა – გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!", - განაცხადა მაშინ პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ.

28 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს რუსულ ტანკებს და იმპერიის ჯარისკაცებს ემსხვერპლნენ: ადამია აზა – 22 წლის, ბეჟანიშვილი ეკა – 16 წლის, გიორგაძე ნატო – 23 წლის, დოლიძე თამუნა – 28 წლის; ენუქიძე თინა – 70 წლის; თოიძე ნინო – 25 წლის, კიკვიძე ზაირა – 61 წლის,  ლოლაძე მანანა - 33 წლის; მამულაშვილი თამარი – 50 წლის; ნოზაძე მამუკა – 22 წლის, სამარგულიანი ნანა – 41 წლის; ჭყონია-სამარგულიანი მარინა – 31 წლის; ჭიპაშვილი ელისო – 25 წლის, ჭოველიძე თამარი – 16 წლის,  ჯანგირაშვილი ნოდარი – 40 წლის, ჯინჭარაძე მზია – 43 წლის, მელქაძე მანანა – 23 წლის, ბაშალეიშვილი ნათია – 15 წლის, ქვასროლიაშვილი შალვა, ქარსელაძე გია - 25 წლის. 

 

 

"მე არ მომიწოდებია დაშლისკენ, ვხედავდი საშიშროებას და მოვუწოდე, შესულიყვნენ ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში“

 
09 April, 2017
 
505
 

"არასოდეს დავივიწყოთ ის ტრაგედია და ადამიანები, რომლებიც თავდადებით იცავდნენ დამოუკიდებლობის აღდგენისკენ მიმავალ გზას"

 
09 April, 2017
 
137
 

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წევრებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

 
09 April, 2017
 
161
 

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ახდეს ოცნება, რომელიც 28 წლის წინ, აქ მყოფ გულანთებულ ადამიანებს ჰქონდათ"

 
09 April, 2017
 
112
 

პატრიარქმა 9 აპრილს გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

 
09 April, 2017
 
98
 
ყველა მსგავსი სიახლე