ამინდის პროგნოზი

"ნებისმიერ დროს შეიძლება მოვკვდე“

 
18 April, 2017   1 კვირის 3 დღის და წინ
 
1319

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები მას დიქტატორად არ გადააქცევს, ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

"მოკვდავი ვარ და ნებისმიერ დროს შეიძლება მოვკვდე“, - განაცხადა CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ერდოღანმა. 

ის უარყოფს ბრალდებებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ემსახურება არა ქვეყნის განვითარებას, არამედ პრეზიდენტისთვის შეუზღუდავი უფლებამოსილების მინიჭებას.

ამომრჩეველმა 16 აპრილს ჩატარებულ რეფერენდუმზე 18-პუნქტიან საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს მხარი დაუჭირა. ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტის უფლებები მნიშვნელოვნად ფართოვდება, კერძოდ, ერდოღანს უფლება ეძლევა პირდაპირ დანიშნოს უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირები, მათ შორის მინისტრები, ასევე დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტი. ერდოღანი მიიღებს გადაწყვეტილებას, გამოაცხადოს თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა.