ამინდის პროგნოზი

"ერთი პარტიის თანაგუნდელები ერთმანეთს უმიზნებდნენ საფერფლეს... ეს მხოლოდ საქართველოში!"

 
19 April, 2017   1 კვირის 2 დღის და წინ
 
742

დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში დღეს მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ჩხუბი ვის არ უნახავს პარლამენტში, მაგრამ ერთი პარტიის თანაგუნდელები ერთმანეთს უმიზნებდნენ საფერფლეს... ეს მხოლოდ საქართველოში!", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

"ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ დღეს პარლამენტში თავის არეში დაზიანებები მიიღო. არსებული ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს“ წევრ გიორგი კანდელაკსა და უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირების დროს გიორგი კანდელაკმა ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა, რომელიც შემთხვევით ოთარ კახიძეს მოხვდა.