ამინდის პროგნოზი

გერმანელმა ძალოვანებმა ფეხბურთელებზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი რუსი მამაკაცი დააკავეს

 
21 April, 2017   1 კვირის 1 დღის და წინ
 
149

გერმანელმა ძალოვანებმა ფეხბურთელებზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს. დორტმუნდის ბორუსიის ავტობუსის აფეთქების საქმეზე 28 წლის რუსი მამაკაცი სახელად სერგეი აიყვანეს, რომელსაც გერმანიისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

გამოძიების ვერსიით, დანაშაულის მოტივი ფული გახდა. ეჭვმიტანილმა თავდასხმამდე ინტერნეტით დორტმუნდის კლუბის 15 ათასი აქცია იყიდა, ფასიანი ქაღალდები მან 78 ათას ევროდ შეიძინა და გაუფასურების შემთხვევაში 4 მილიონამდე ევროს შემოსავალს მიიღებდა.

ეჭვმიტანილმა სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა დორტმუნდის ბორუსიას ავტობუსთან იმ დროს ააფეთქა, როდესაც ფეხბურთელები სასტუმროდან თამაშზე გაემგზავრნენ. ის იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, სადაც დორტმუნდის ბორუსიას გუნდის წევრები.