ამინდის პროგნოზი

72 წლის მეზობლის მკვლელობის ბრალდებით 26 წლის ახალგაზრდა დააკავეს

 
21 April, 2017   1 კვირის 1 დღის და წინ
 
474

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული გ.რ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მეზობელს - 1945 წელს დაბადებულ ნ.ზ.-ს თავის საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა გ.რ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.