ავთანდილ თალაკვაძემ საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას ხსოვნას პატივი მიაგო

"ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას ხსოვნას პატივი მიაგო.

"დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა.

ზაზა დამენია 2004 წლის 16 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებს შეეწირა. კომანდოს ბატალიონის კაპრალმა საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები სიკვდილს გადაარჩინა, როდესაც სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას გადაეფარა.

ზაზა დამენიას გმირობა და თავდადება სამაგალითოა. ჩვენი ვალია, არასოდეს დავივიწყოთ საქართველოს თავდადებული ჯარისკაცები, ვინც სიცოცხლე ქვეყნის მთლიანობას შესწირა“ - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები