დავით ჭიჭინაძე - ერთადერთი, რაზეც ფიქრობენ, როგორ იომონ, იბრძოლონ უღირსი მეთოდებით, ოღონდ ხელისუფლებაში დარჩნენ

ფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება, "ოცნების" ხელისუფლება კი ისე არაადეკვატურად იქცევა, დიდი შანსია ამ დახმარებაზე უარი ათქმევინონ, - ამის შესახებ "ტრიბუნას" ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

"ის, რომ საქართველოში არც რეფერენდუმია გაუქმებული და არც "ქართულ ოცნებაზეა" მისი გაუქმება დამოკიდებული და რომ რეფერენდუმში მონაწილეობს ყველა პოლიტიკური პარტია, უნდა "ოცნებას" ეს თუ არა, ამაზე პირდაპირ მეტყველებს ღარიბაშვილისთვის მიშელის მითითება ნაკისრი ვალდებულებების დროული შესრულების შესახებ.

მაგრამ აქ პრობლემა ის არის, რომ ფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება, "ოცნების" ხელისუფლება კი ისე არაადეკვატურად იქცევა, დიდი შანსია ამ დახმარებაზე უარი ათქმევინონ.

რადგან "ქართულ ოცნებაში" რეფორმებზე და ხალხზე კი არა, ერთადერთი, რაზეც ფიქრობენ როგორ იომონ, იბრძოლონ უღირსი მეთოდებით, ოღონდ ხელისუფლებაში დარჩნენ და ბოლომდე როგორ გაატყაონ ადამიანები.

არავინ ფიქრობს იმაზე, რომ წინ ზამთარია გაზრდილი კომუნალურებით, გაორმაგებული გადასახადებით და გაზრდილი პროცენტებით... ქვეყანა კი ისე დაინგრა, აღარც ეკონომიკა გვაქვს და არც ჯანდაცვა და არც პერსპექტივა.

დახმარების გარეშე კი ეკონომიკა კიდევ უფრო ჩამოიქცევა, სუბსიდირება კი წარმოუდგენელია", - აცხადებს დავით ჭიჭინაძე

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები