კახა ქემოკლიძე - კალაძემ იმის ნაცვლად, რომ დებატებში დაუჯდეს გახარიას, როგორც ჩანს გადაწყვიტა, რაღაც ნიუსი შეექმნა, საქმით დაკავდეს და დებატებისთვის მოემზადოს

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე კახა კალაძის მიერ ნაკროტესტის ჩაბარების გამოწვევაზე საუბრობს.

"ამ ყველაფერზე პასუხი მარტივია საბოლოო ჯამში - როგორც ჩანს, ამ თემასთან დაკავშირებით ვისაც ასაღელვებელი ჰქონდა ეს ადამიანი პირველი გაიქცა და ჩააბარა ეს ტესტი თუ რაც ჩააბარა. ჩვენ ასაღელვებელი არაფერი არა გვაქვს - აქტიური საარჩევნო კამპანიაა და საქმით ვართ დაკავებული, ამიტომ, ბევრ სპეკულაციაში ვერ მივყვებით ამ ადამიანებს. როდესაც ამის დრო და საშუალება იქნება ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ბატონ გახარიას ეს გაუკეთებია ათჯერ და კიდევ მეტჯერ. ბოლოს აგერ საპარლამენტო არჩევნები როდესაც იყო - მაშინ აქვს ჩაბარებული“ - აცხადებს ქემოკლიძე  

კახაბერ ქემოკლიძე ხაზს უსვამს, რომ კახა კალაძე გიორგი გახარიას მიერ დებატებში გამოწვევამ შეაშინა და თემის გადატანას ამგვარად ცდილობს. 

"სიმართლე თუ გინდათ - ბატონმა გიორგი გახარიამ გამოიწვია თავისი ორი უშუალო ოპონენტი - ბატონი კალაძე და ბატონი მელია შინაარსობრივ, სიღრმისეულ დებატებში. ამ ორმა ადამიანმა განსაკუთრებულად ბატონმა კალაძემ, იმის ნაცვლად, რომ შინაარსობრივ პოლემიკაში, დებატებში დაუჯდეს ბატონ გახარიას, როგორც ჩანს გადაწყვიტა, რომ რაღაც ნიუსი შეექმნა, გაქცეულიყო სადღაც და ჩაებარებინა რაღაც ტესტი - მსგავსი ტიპის სპეკულაციები იქნება ძალიან ბევრი, ხვალ შეიძლება დააბრალონ, რომ ოჯახურ პირობებში ბატონი გახარია, რაღაც წყალბადის ბომბს ამზადებს, ზეგ - შეიძლება თალიბანთან თანამშრომლობს და ასეთი ნიუსები ძალიან ბევრი იქნება. საქმით, საქმით დაკავდეს და ამ დებატებისთვის მოემზადოს", - აცხადებს ქემოკლიძე

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები