გორის მუნიციპალიტეტში ბალახზე დაყრილი პირადობის მოწმობები ნახეს

გორის მუნიციპალიტეტში ბალახზე დაყრილი 30-მდე პირადობის მოწმობა ნახეს,  - ფაქტის ამსახველი ფოტო ადგილობრივმა ტატიანა ცერცვაძემ სოციალურ ქსელში განათავსა. 

მისივე განმარტებით, ფაქტი არჩევნებს უკავშირდება. 

"ბალახზე ეყარა პირადობები, ეს იყო ძველი ტიპის პირადობები, დახლოებით 20-დან 30-მდე. ყურადღება მიიქცია, სურათი გადავუღე და წავედი, პოლიცია არ გამომიძახებია, არჩევენებს ვუკავშირებ", - აცხადებს ტატიანა ცერცვაძე. 

აღნიშნულ ფაქტზე დაყრდნობით ოპოზიციაში აცხადებენ, რომ  მოსახლეობისაგან პირადობის მოწმობების ჩამორთმევა  არჩევნების გაყალბების სქემას უკავშირდება. 

"როგორც ჩანს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ერთ-ერთმა აგიტატორმა, ან კოორდინატორმა დაკარგა პირადობის მოწმობები, რომელიც მოსახლეობისგან შეაგროვა დაშინების და ზეწოლის შედეგად", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ანა ბალიაშვილმა.

უახლესი ამბები