კიევის ოლქში უკრაინის პრეზიდენტის პირველი თანაშემწის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს

კიევის ოლქში უკრაინის პრეზიდენტის პირველი თანაშემწის სერგეი შეფირის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს.

ინციდენტი კიევ-სვიატოშინსკის რაიონის სოფელ ლესნიკის მახლობლად მოხდა. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად დაჭრილია მძღოლი, თავად სერგეი შეფირი არ დაშავებულა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ავტომობილს 10-ზე მეტი ტყვია მოხვდა.

თავდამსხმელის დასაკავებლად სპეცოპერაცია, „სირენა“ მიმდინარეობს.

ფრაქცია "ხალხის მსახურის" წარმომადგენლის დავით არახამიას თქმით, პრეზიდენტის თანაშემწეზე თავდასხმა ერთგვარი გაფრთხილება შეიძლება იყოს მათი გუნდისა და სახელმწიფოს მეთაურისთვის.

მისივე თქმით, ვერსიებთან დაკავშირებით სამართალდამცველების ოფიციალურ განცხადებას ელოდებიან, თუმცა მისი აზრით, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს კონტრაბანდისტებს და კრიმინალებს, არ არის გამორიცხული რუსული კვალი.

მსგავსი სიახლეები