ირაკლი ხელაძე სანზონის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე სანზონის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.

თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული საკითხები გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა. ირაკლი ხელაძემ ნაძალადევის რაიონის გამგებლობის პერიოდში განხორციელებული პროექტების შესახებაც ისაუბრა.

"წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სანზონაში გავმართეთ მოსახლეობასთან შეხვედრები. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა მისამართზე მივიდეთ, სადაც ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და ვიმსჯელოთგამოსწორების გზებზე. რაც ყველაზე თვალშისაცემია, მოქალაქეების მხრიდან არის კეთილგანწყობა, არის პოზიტიური განწყობა და მე დარწმუნებული ვარ, არჩევნებში პირველივე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. 

სამთავრობო გუნდის კანდიდატი ნაძალადევის რაიონის ყველა უბანში მართავს საარჩევნო შეხვედრებს.

უახლესი ამბები