ნათია თურნავა - ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არბიტრაჟში "ენკასთან“ არ აღმოვჩნდებით

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსთვის „ნამახვანჰესის“ არსებობა უმნიშვნელოვანესია.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ურთიერთშეთანხმებით მოხდეს პროექტის გაგრძელება.

"ვინაიდან დღეს არის ასეთი ვითარება, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის რისკი დგას, მე თავს შევიკავებ დეტალებზე საუბრისგან იმისთვის, რომ შესაძლო დავის შემთხვევაში ჩვენი პოზიციები არ დავაზიანო. თუმცა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავამდე საქმე არ მივიდეს, ისევ მოლაპარაკებით და კომუნიკაციით გადაწყდეს ეს საკითხი. ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ და ეს პრემიერ-მინისტრმაც ბრძანა, რამდენად მნიშვნელოვანია თავად ნამახვანის პროექტი და ზოგადად, ქართული ენერგეტიკა, ქართული ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგო უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, შეიძლება, განხორციელდეს უკეთესი პირობებით, რადგან ყოველთვის შეიძლება პირობების გაუმჯობესება. ფაქტია, რომ ჩვენი წინა კომუნიკაცია ინვესტორთან თვეების განმავლობაში მიდიოდა, სადაც ჩართული იყო ევროკავშირის მედიაცია, ადგილობრივი ორგანიზაციები და ასე შემდგ, ეს იყო მიმართული, რომ უფრო მეტად განხორციელებადი გამხდარიყო აღნიშნული პროექტი. მოდით, ნუ გავასწრებთ მოვლენებს, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არბიტრაჟში „ენკასთან“ არ აღმოვჩნდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკებით მოგვარდეს ეს საკითხი, რადგან თვითონ კომპანია „ენკაც“ არაერთხელ ადასტურებდა, რომ ისინი არიან ინვესტორები და მშენებლები, მათი ამოცანა არის პროექტის აშენება და არა სასამართლოში სიარული. ამ მიმართულებით ვართ ჩვენც და მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ურთიერთშეთანხმებით მოხდეს ამ პროექტის გაგრძელება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პროექტი შედგეს გაუმჯობესებული პირობებით, უფრო უსაფრთხოდ. პროექტი აუცილებლად უნდა შედგეს, ამაზე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა თურნავამ.

მსგავსი სიახლეები