გომბორის უღელტეხილზე "მაზდას" მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანაში რამდენიმე პირი იჯდა, რომლებიც თბილისიდან თელავში ბრუნდებოდა.
მათ ტრანსპორტიდან გადმოსვლა მოახერხეს.
რა გახდა აალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.