ამირან გამყრელიძე - ვითარება ისევ უარესდება, მეხუთე ტალღის დაწყების ყველა მონაცემია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულიდან დაიწყო და ვითარება უარესდება.

"სამწუხაროდ, ვითარება ისევ უარესდება. მეხუთე ტალღის დაწყების ყველა მონაცემია. "დელტა“ შტამი ძალიან ვერაგი აღმოჩნდა და ახასიათებს ასეთი ორთვიანი ციკლები. ახალი ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულიდან დაიწყო.

შემთხვევათა რაოდენობა დღეს 2 400-ის ფარგლებში იმიტომ იყო, რომ დღეს ორშაბათია და კვირას ნაკლები ლაბორატორიული კვლევა ტარდება. ზოგადად კი, მერყეობს 4-5 ათასის ფარგლებში. დადებითობის მაჩვენებელი და რეპროდუქციის ინდექსი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც მიუთითებს, რომ ინფექცია სწრაფად ვრცელდება. რით შეგვიძლია, ეს შევაკავოთ. რამდენიმე ინსტრუმენტია და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არის აცრა. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ მილიონ ადამიანს, ვინც აცრილია და აღვნიშნო, რომ სულ მცირე კიდევ ამდენი ადამიანი უნდა აიცრას, რომ ახალი წელი მშვიდობიანი გვქონდეს. მარათონის დანიშნულებაც ეს არის, რომ ამ დიდ სოფლებში, სადაც ცხოვრობს 160 ათასი ადამიანი, გვქონდეს მაქსიმალური მოცვა.

ჩვენ ვაწარმოებთ ყოველდღიურ სტატისტიკას და ამით კარგად ჩანს, რომ საავადმყოფოში ვინც წევს, მათგან 95% აუცრელია, რეანიმაციაში მყოფთა 98% აუცრელია, სადაც გამოსავალი ცუდია და დგება გარდაცვალების ფაქტი, 98% მათგან აუცრელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები