მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა

რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა.

როგორც პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს ბრალი 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

ამასთან, სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, „ეს არის მიხეილ სააკაშვილის გმირობის დასტური, „ქართული ოცნების“ მიერ აღიარებული მიხეილ სააკაშვილის გმირობის დოკუმენტი“.

"მიხეილ სააკაშვილმა შეგნებულად, საიმისოდ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონოდა პროვოკაციების საბაბი და არ მოეწყო დაპირისპირება ქართველ ხალხს შორის, აირჩია უმძიმესი, ურთულესი და გმირული გზა საქართველოში დასაბრუნებლად. აქ არ შეიძლება, იდგეს საკითხი, კონკრეტულმა მესაზღვრემ შეამოწმა თუ არა პასპორტი, არ შეიძლება, იდგეს საკითხი შტამბი იქნა თუ არა ჩარტყმული. როდესაც საქართველოს დევნილი მესამე პრეზიდენტი ბრუნდება, ეს არის გმირობის აქტი და ეს არის ზვიად გამსახურდიას გზის გაგრძელება. მადლობა „ქართულ ოცნებას“, რომ ეს ასახეს დოკუმენტურად. ეს არის ისტორიული დოკუმენტი. მრავალი წელი გავა და ქართველი ხალხი იამაყებს მესამე პრეზიდენტის მიერ გადადგმული ამ ნაბიჯით“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდების დადგენილება დღეს გამოიტანა.

მსგავსი სიახლეები