ვასილ ურუშაძე - ვეპატიჟებით მიქანაძეს ოფისში, გაატაროს ერთი სრული დღე ჩვენთან ერთად, დასამალი არაფერი გვაქვს

ვეპატიჟებით გივი მიქანაძეს ორგანიზაციის ოფისში, გაატაროს ერთი სრული დღე ჩვენთან ერთად, დასამალი არაფერი გვაქვს, ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაცია ვართ და დაინახოს ის გულანთებული ადამიანები, რომლებიც კონკრეტული ფინანსური სარგოს გარეშე აკეთებენ საქმეს, რომელიც ერთობლიობაში ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას, – ასე გამოეხმაურა პლატფორმა 20/20-ის ხელმძღვანელი ვასილ ურუშაძე "ქართული ოცნების" დეპუტატის გივი მიქანაძის დღევანდელ ბრიფინგს.

"როგორც ჩანს, გივი მიქანაძეს ძალიან სურს,  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გავხდე, თუმცა თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აპარტიულს მიწოდებენ. დიახ, მე მივიღე შემოთავაზება გაერთიანებული ოპოზიციიდან, იმ შემთხვევაში, თუ თბილისს ეყოლება კოალიციური მთავრობა, ჩავიბარო ყველაზე საპასუხისმგებლო მიმართულება, ეს არის ტრანსპორტის პოლიტიკა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას, გვაქვს არაერთი კვლევა არაერთ რეკომენდაცია, ხედვა. ვფიქრობ, როცა გეძლევა შესაძლებლობა, რომ შენი ხედვები და რეკომენდაციები აქციო საქმედ, უარის თქმა არის პასუხიმგებლობის არიდება, ამიტომ მე ამით მხოლოდ პასუხიმგებლობა ავიღე. 

რაც შეეხება გივი მიქანაძის განცხადებას, ეს არის დისკრედიტაცია ჩვენი ორგანიზაციის, ასეთი ბრიფინგი რამდენიმე იყო „ოცნების“ შტაბში. ისინი მარტო ბრიფინგებით არ შემოიფარგლებიან ხოლმე, მეტიც ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც მათ საფარ ქვეშ არიან, საარჩევნო უბნებზე ჩვენს დამკვირვებლებს ესხმიან თავს, ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით, ამის არაერთი ვიდეომტკიცებულება გვაქვს, რომელიც წარვადგინეთ პირველი ტურის შემდეგ. არჩევნებში ჩვენი ჩართულობა ემსახურებოდა მოხალისეობრივ ჩართულობას, პროცესში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არიან მოტივირებულები, რომ იყვნენ დემოკრატიული განვითარების პროცესის თანამონაწილეები. ამას ვერ იგებს გივი მიქანაძე. რადგან ვერ იგებს, ვეპატიჟებით მიქანაძეს ოფისში, გაატაროს ერთი სრული დღე ჩვენთან ერთად, დასამალი არაფერი გვაქვს, ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაცია ვართ და დაინახოს ის გულანთებული ადამიანები, რომლებიც კონკრეტული ფინანსური სარგოს გარეშე აკეთებენ საქმეს, რომელიც ერთობლიობაში ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას“, – განაცხადა ურუშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები