ამირან გამყრელიძე - ​ჯერჯერობით, ჩვენთან ლაბორატორიული კვლევებით ახალი შტამი არ დაფიქსირებულა

ეპიდსიტუაცია გლობალურად უარესდება. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ფიქრობენ, ეს გარკვეულწილად, დაკავშირებულია ახალ შტამთან, რომელსაც აკვირდებიან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით საქართველოში კვლევების შედეგად კორონავირუსის ახალი შტამი არ დაფიქსირებულა.

"ის ცირკულირებს საკმაოდ მაღალი პროცენტით გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ გამოჩნდა რიგ ქვეყნებში, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, რუსეთშიც. ამიტომ ეს საყურადღებოა. ჯერჯერობით, ჩვენთან ლაბორატორიული კვლევებით ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. ესეც „დელტას“ ერთ-ერთი ნაირსახეობაა „დელტა +“, მაგრამ ის „დელტა+“ არ არის, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ, სხვა გენეტიკური ვარიანტია. ლუგარის ლაბორატორია მუდმივ რეჟიმში სწავლობს სხვადასხვა კლინიკიდან შერჩევითად აღებულ ნიმუშებს და ვსწავლობთ მათ გენეტიკურ ცვლილებებს. ყოველდღიურად მაქვს ინფორმაცია, ხომ არ გამოვლინდა რომელიმე ატიპური მუტაცია, რომელიც შეიძლება, იყოს კავშირში ამ ახალ შტამებთან. ჯერჯერობით არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები