ხათუნა სამნიძე - "ქართული ოცნება" საკუთარ ბოღმასა და ანგარიშსწორების სურვილს ანაცვლებს ქვეყნის ინტერესებსა და იმიჯს

"ქართული ოცნება" საკუთარ ბოღმასა და ანგარიშსწორების სურვილს ანაცვლებს ქვეყნის ინტერესებსა და იმიჯს, - ასე ეხმიანება "რესპუბლიკური პარტიის" დეპუტატი ხათუნა სამნიძე Front News-თან საუბრისას საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტებისა და საზოგადოების წარმომადგენლების არ შემოშვების ფაქტს.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" არა მხოლოდ ქვეყნის იმიჯს აზარალებს, ასეთი ქმედებები მასაც აზიანებს, თუმცა მას რაციონალური აზროვნების უნარი დაკარგული აქვს.

"გავრილოვი შემოუშვეს და პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაუთმეს და მერე აქეთ შემოუტიეს საზოგადოებას ამის გაპროტესტების გამო. რუსეთის სხვა მოქალაქეები შემოუშვეს, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული ქონდათ და არ შემოუშვეს  ჩვენი მეგობარი სახელმწიფოდან ჟურნალისტები  და საზოგადოების წარმომადგენლები. ჟურნალისტ გორდონს, რომელიც  ყოველ ჯერზე ადასტურებს საქართველოს სახელმწიფოებრივ მთლიანობას, მიზეზის გარეშე უკან აბრუნებენ. გასაგებია, რომ ეს უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოზიციას, მაგრამ წარმოუდგენელია ასეთი ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება და გადაწყვეტილებები, რომელიც ახასიათებს  "ქართულ ოცნებას" - საკუთარ ბოღმასა და ანგარიშსწორების სურვილს ანაცვალებს ქვეყნის იმიჯსა და  ინტერესებს. 

ამ ყველაფერს ექნება ძალიან უარყოფითი შედეგი არა მხოლოდ ქვეყნის იმიჯისათვის, რაც არ ანაღვლებს "ქართულ ოცნებას",  არამედ მათთვისაც. თუმცა, ჩანს, რომ ასეთ რაციონალურ აზროვნებას არ ცნობს  "ქართული ოცნება" და სხვა განზომილებაშია",- განაცხადა სამნიძემ. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შემდეგ, საქართველოში არ შემოუშვეს მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში და იუგენი სუშენკო, მისი მოადგილე.

ქვეყანაში არ შემოუშვეს არც ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი და მისი მეუღღლე ალისია ბაცმანი.

ოთხივე მათგანი თბილისში, გორდონის ორგანიზებულ კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა

უკრაინიდან სულ 6 ადამიანი ჩამოვიდა, მათგან თბილისში მხოლოდ ორი - რადას დეპუტატები იულია კლიმენკო და ალექსანდრ კოვალჩუკი შემოუშვეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები