ლევან ნიკოლეიშვილი - პრემიერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სუვერენული სახელმწიფოს ღირსეული ხელისუფალია და ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლებას არავის მისცემს

ზელენსკის მხრიდან სიტყვა არ თქმულა სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადაციის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ეს საკითხი ნამდვილად ან არ აღელვებს, ან სრულ ნდობას უცხადებს საქართველოს მართლმსაჯულებას - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის და უკრაინის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარს.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სუვერენული სახელმწიფოს ღირსეული ხელისუფალია და ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლებას არავის არ მისცემს, რაც მის პოლიტიკური ლიდერის იმიჯს კიდევ უფრო აძლიერებს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის საუბარს, რომელიც სააკაშვილის თემას შეეხებოდა დარწმუნებული ვარ ბევრი გამოხმაურება მოჰყვება, თავისი ახსნებითა და ინტერპრეტაციებით. მიუხედავად ამისა, რამდენიმე აუცილებელ მესიჯს მეც უნდა შევეხო.

კარგია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დაინტერესდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, თუმცა უკეთესი იქნებოდა, თავის დროზე დაინტერესებულიყო, თუ რატომ ეროდა მისი მოქალაქე სხვა სახელმწიფოს საქმეებში, მით უფრო რევოლუციის და არეულობი მოწყობის მიზნით;

საინტერესოა, რომ ზელენსკის მხრიდან სიტყვა არ თქმულა სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადაციის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ეს საკითხი ნამდვილად ან არ აღელვებს, ან სრულ ნდობას უცხადებს საქართველოს მართლმსაჯულებას;

რაც შეეხება საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს, ამ კაცმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სუვერენული სახელმწიფოს ღირსეული ხელისუფალია, და ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლებას არავის არ მისცემს, რაც მის პოლიტიკური ლიდერის იმიჯს კიდევ უფრო აძლიერებს. 

ძალიან, რომ თავი არ შეგაწყინოთ, სატელეფონო საუბრიდან რამდენიმე ფრაზას შემოგთავაზებთ:

"უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია.“

"სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მაშინ როცა იგი უკვე იყო მსჯავრდებული და ბრალდებული სხვა მძიმე დანაშაულებებისთვის“.

და ბოლოს უკრაინის პრეზიდენტის თხოვნაზე, უკრაინელ ექიმებს მიცემოდათ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შესაძლებლობა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა უპასუხა -„პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები