ნიკა მელია - ხვალისთვის დაგეგმილ მსვლელობებს ვაუქმებთ და გელოდებით 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე

ხვალისთვის დაგეგმილ აქცია- მსვლელობებს ვაუქმებთ და გელოდებით 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. 

მისი თქმით, რეჟიმი ადამიანურ ნიშნებს  არ ავლენს და მიხეილ სააკაშვილი სამკურნალო დაწესებულებაში  არ გადაყავს. 

"სადისტური რეჟიმი არ ავლენს ელემენტარულ ადამიანურ ნიშნებს, არ აიღო ხელი ამ მანიაკალურ სურვილზე ბიძინა ივანიშვილმა, არაფრად ჩააგდო ექიმების მიერ გაკეთებული რჩევები და არც მძიმე პროგნოზები.  

აქედან გამომდინარე, ისტორიის ამ მომენტში, როგორც არასდროს ისე გვჭირდება სრული მობილიზაცია და სრული ერთობა.  

ხვალისთვის დაგეგმილ აქცია-მსვლელობებს ვაუქმებთ და ყველას, ვისაც სჯერა, რომ ამ ყველაფერში ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები, გელოდებით 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე.

ვინც დააპირებთ თბილისში ხვალ ჩამოსვლას, თბილად ჩაიცვით და მოემზადეთ სამართლიანი, არაძალადობრივი ბრძოლისთვის, რომელიც აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით",- განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები