მამუკა მდინარაძე - ელენე ხოშტარიას ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაში დომინანტური იყო

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე გადაწყვეტილების მიღებისას ხოშტარიას ფაქტორი იყო დომინანტური. 

"მისასალმებელია ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება. ვიქნები გულწრფელი და არ დაგიმალავთ არც იმას, რომ ელენე ხოშტარიას ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაში დომინანტური იყო. როდესაც ის მოვინახულეთ, ამის შემდეგაც ამ აზრს ვაფიქსირებდით, რომ მისი ფაქტორი მნიშვნელოვანია.

გამოვიდა ისე, რომ ეს ადამიანი და სხვა მოშიმშილეები ამ სიტუაციურ  მოცემულობაში, ამ სიტუაციურმა თანამზრახველებმა გაწირეს და ჩვენ ისინი არ გავწირეთ", - განაცხადა მდინარაძემ. 

იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები