შინაური ცხოველების მიტოვება, შეიძლება ადმინისტრაციულად დასჯადი გახდეს

შინაური ცხოველების, რეგისტრირებული კატის და ძაღლის მიტოვება, შეიძლება ადმინისტრაციულად დასჯადი გახდეს. აღნიშნულ ინიციატივას პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ მიერ მომზადებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ კანონპროექტი ითვალისწინებს. 

კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან იოსელიანმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს, პირველი მოსმენით გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, არც ერთ ცივილურ სახელმწიფოში არ არსებობს ისეთი მიდგომა, როცა მეპატრონე შინაურ ცხოველს ქუჩაში უშვებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რომ საქართველოშიც დაიწყოს აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობა და სისტემური ხედვების მომზადება. 

ლევან იოსელიანმა კანონპროექტის არსი განმარტა და აღნიშნა, რომ კოდექსის 103-ე მუხლის ცვლილებების თანახმად, პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვება მეპატრონის - ფიზიკური პირის 500-ლარიანი ჯარიმით, ხოლო მეპატრონის - იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის 1500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. განმეორებით შემთხვევებში კი აღნიშნული ჯარიმები გაორმაგდება.

კანონპროექტთან დაკავშირებით სხდომაზე დისკუსია გაიმართა. კომიტეტის წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებების იდეა მოიწონეს, მის მისამართით კრიტიკული შენიშვნები მაინც გამოთქვეს. საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა. მისი განცხადებით, ცვლილებების შედეგად არასრულწლოვანთა დაცვა კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით იქნება უზრუნველყოფილი და არასრულწლოვანები სისხლის სამართლის პროცესებში, განსაკუთრებით კი, ისეთ საქმეებზე, სადაც ისინი უშუალოდ  მსხვერპლები არიან, მეორეული ვიქტიმიზაციისგან იქნებიან დაზღვეულნი. რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებებს -  იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებსაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მონაწილეობისთვის მოეთხოვებათ სპეციალიზაციის გავლა, ემატება ექსპერტიც. კომიტეტის წევრები აღნიშნულ ინიციატივას მიესალმნენ და კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები