ტყიბულში, ნახშირის ღია კარიერული წესით სამუშაოების შესრულების დროს მიწა მოწყდა.
არსებული ინფორმაციით, მიწის მასაში ორი ადამიანია მოყოლილი.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.