ლოპოტას ხეობას მცხოვრებლები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

ლოპოტას ხეობას მცხოვრებლები ქართულ-იტალიურ კომპანიას ართანა-ლოპოტას ჰესის მშენლობისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების უფლებას არ აძლევენ. კომპანიამ დღეს ხეობაში ტექნიკა და სამშენებლო მასალა  შეიტანა, თუმცა მოსახლეობამ  სამუშაოების დაწყების უფლება არ მისცა. კომპანიის წარმომადგენლებმა ტერიტორია მალევე დატოვეს. 

"ლოპოტა ჰესის" მშენებლობას რამდენიმე სოფლის მოსახლეობა აპროტესტებს. მათი განცხადებით, "ლოპოტა ჰესი" თუ აშენდება, მათ სასმელი წყლის მოწოდება შეუწყდებათ, განადგურდება ფლორა და ფაუნა. გარდა ამისა, აცხადებენ, რომ ტერიტორია სეისმურად აქტიურია და აფეთქებების შემთხვევაში დაზიანდება კულტურის ძეგლი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ  აღმოაჩინეს. 

ადგილობრივების განცხადებით, არჩევნებამდე ხელისუფლების წარმომადგენლები მათ პირდებოდნენ, რომ ჰესი არ აშენდებოდა. ისინი დაშლას არ აპირებენ და ხელისუფლების მიერ გადაწყვეწტილების შეცვლის მიღებამდე ღია ცის ქცვეშ დარჩენით იმუქრებიან. 

"ლოპოტა 1“ ჰესის აშენებას სოფელ ლაფანყურიდან 7 კილომეტრში, შპს „ართანა ლოპოტა“ გეგმავს. 

თავის მხრივ, ჰესის მშენებელი კომპანია აცხადებს, რომ პროექტის განხორციელების ნებართვა კანონიერად აქვთ მიღებული და ვალდებულიც კი არიან სამუშაოები დაიწყონ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები