თეა წულუკიანი - ვშიშობ, კრამიტის სახურავი, რომელიც ძირითად ტაძარზე არის მოწყობილი, ე.წ. დუღაბითურთ იქნება მოსახსნელი

ვშიშობ, რომ კრამიტის სახურავი, რომელიც ძირითად ტაძარზე არის მოწყობილი, ე.წ. დუღაბითურთ იქნება მოსახსნელი, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გელათის ტაძარზე საუბრისას პარლამენტში განაცხადა. 

მისი თქმით, გელათის რეაბილიტაციის პროცესი თავის დროზე არასწორად წარიმართა.

"ვშიშობ, თუმცა ამას დარწმუნებით ვერ განვაცხადებ, სანამ არ იქნება დასკვნა, რომ ის კრამიტის სახურავი, რომელიც ძირითად ტაძარზე არის მოწყობილი, ე.წ. დუღაბითურთ იქნება მოსახსნელი. თუ მოსახსნელი იქნა და 90%-ით ეს ასე იქნება, ეს არის უმძიმესი როგორც მორალურად, ასევე ფსიქოლოგიურად. იტალიელ ექსპერტებსაც არ აქვთ დღეს პასუხი", - განაცხადა წულუკიანმა. 

მინისტრის თქმით, გელათის რეაბილიტაციის პროცესში პრობლემა იყო არაკომპეტენტური პირების ძეგლზე მუშაობა.

"ვინც კომპეტენტური იყო, ისინი ჩარეცხეს ასაკიდან გამომდინარე და მე მომიწია სანთლით მეძებნა ის ადამიანები და ის ჯგუფი, რომელსაც მე რჩევას ვეკითხები და შევკრიბე. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ისინი, მაგრამ გამოცდილი არქიტექტორ-რესტავრატორები არიან ყველანი 70-ის და მეტი ასაკის, არაერთი მათგანი 90 წლისაც, მაგრამ ენერგიული და ჩვენ ვნახეთ, რომ სერიოზული დეფიციტია პროფესიების და ამას უკვე მივყავართ იმ სახელოვნებო განათლების რეფორმასთან, რომელზეც მოგვიწევს საუბარი“, –  განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები