მურმან დუმბაძე - ვინც არ იყიდება, აგერ ვართ ოპოზიციაში, ვინც იყიდება, იღებს თანამდებობას

ვინც არ იყიდება,  აგერ ვართ ოპოზიციაში.  ის,  ვინც იყიდება, იღებს თანამდებობას და არის უზრუნველყოფილი ცხოვრებით, -  ამის შესახებ Front News-ს პარტია „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელმა მურმან დუმბაძემ დმანისის საკრებულოს შემთხვევის კომენტირებისას განუცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეებს განიხილავს, როგორც სავაჭრო ობიექტს, რომელსაც გარკვეულ ფასად ყიდულობს. 

"ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ამ დამარცხებას არ აღიარებს.  ამის გამოხატულებაა, რაც  ბათუმში მოხდა და რაც სხვა საკრებულოებში ხდება. ამის მაგალითია დმანისის დღევანდელი შემთხვევაც. 

ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ თუ ოპოზიცია მიიღებს 40 %-ს, ეს არ იქნება სახიფათო, რადგან 11 პროცენტის ყიდვა შესაძლებელი იქნებოდა.  ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს განიხილავს,  როგორც საქონელს, რომელიც დევს მაღაზიაში და ადევს ფასი. ვინც არ იყიდება,  აგერ ვართ ოპოზიციაში.  ის,  ვინც იყიდება, იღებს თანამდებობას და არის უზრუნველყოფილი ცხოვრებით", - განაცხადა დუმბაძემ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის განსხვავებაა ისაა,  რომ სააკაშვილმა 2012 წელს აღიარა დამარცხება და ამით დიდ პოლიტიკაში დარჩენა შეძლო. 

"არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც დროს მოუგებს და ვერც ბიძინა ივანიშვილი შეძლებს ამას, ის ძალიან მალე დამარცხდება, დამარცხდება კი არა დანარცხდება. დამარცხდა მიხეილ სააკაშვილი 2012 წელს, 2012 წლის 1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა დამარცხება აღიარა და იმიტომ დარჩა დიდ პოლიტიკაში. სხვა ამაზე დიდი არგუმენტრი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დარჩენას არ აქვს", - განაცხადა დუმბაძემ.

უახლესი ამბები