საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს მასშტაბით გამოვლენილია მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი, რაზედაც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 26 პირი.

"გამოძიების პროცესში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 89 033 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 400 000 ლარს აღემატება.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები