ნათია თურნავა - ინფლაციის მაჩვენებელი უკვე მომავალი წლის ბოლოს მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდება

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, მოსახლეობას კარგად ავუხსნათ ამ მოვლენის მიზეზები. პანდემიამდელ პერიოდში წლების მანძილზე ინფლაცია იყო საკმაოდ დაბალი - წლიურად 3-4%. რატომ მოხდა, რომ ასეთი დაბალი ინფლაციის ათწლეულის შემდეგ 2021 წელს მყისიერად მივიღეთ გასამმაგებული მაჩვენებელი? პასუხი მარტივია: ერთადერთი, რაც განასხვავებს 2020-21 წლებს წინა წლებისგან, გლობალური პანდემიაა. ამსუბუქებს ეს ვითარებას? - რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ხდის თუ არა ამ ერთჯერად ფაქტორს სწრაფად დაძლევადს? - რა თქმა უნდა, კი!“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.

ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიის ფონზე და მის გამო საერთაშორისო ბაზრებზე მოხდა არაერთ საქონელზე ფასების ზრდა. ამასთან, მთელი რიგი სასაქონლო პოზიციების მიხედვით საქართველო ნეტ იმპორტიორი ქვეყანაა, ამიტომ, მინისტრის თქმით, ცხადია რომ ჩვენთანაც იმატა ფასების დონემ. თუმცა, ნათია თურნავას განცხადებით, რადგან ეს მწვავე პრობლემა სწორედ პანდემიას და არა რაიმე ფუნდამენტალურ მაკროეკონომიკურ გარემოებას და ფაქტორს უკავშირდება, შეიძლება ითქვას, რომ ეს მოვლენა დროებით ხასიათს ატარებს და ფასების დონე დასტაბილურდება პანდემიის დაძლევის პარალელურად.

"რა თქმა უნდა, ჩვენ არ ველოდებით პანდემიის დასრულებას და დღესვე ვატარებთ ღონისძიებებს ფასების ზრდის შესამსუბუქებლად. სწორედ მთავრობის და ეროვნული ბანკის კოორდინირებული და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, ეროვნული ბანკის და სავალუტო ფონდის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი უკვე მომავალი წლის ბოლოს მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები