ზურაბ ჯაფარიძე - ივანიშვილს სააკაშვილი როგორც საფრთხობელა, ისევ სჭირდება და არ მგონია, ციხიდან გაუშვას

ივანიშვილს სააკაშვილი როგორც საფრთხობელა ისევ სჭირდება და არ მგონია, ციხიდან გაუშვას, - ამის შესახებ „გირჩი - მეტის თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მასობრივი შიმშილობის აქციაზე ვერაფერს იტყვის, რადგან არავინ იცის როგორ განვითარდება პროცესები. 

"ადამიანებს აქვთ იმედი, რომ ამით რაღაც შეიცვლება, არ მინდა გამოვიდე და ამას ხაზი გადავუსვა.  არავინ იცის,  ეს პროცესი საით წავა და როგორ განვითარდემა. მე,  ზოგადად, რთულად წარმომიდგებია სააკაშვილის გათავისუფლება.  ამას კავშირი არ აქვს ვინმეს შიმშილობასთან. მგონია, რომ ივანიშვილისთვის სააკაშვილი როგორც საფრთხობელა, როგორც მნიშვნელოვანი იყო მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგით აშინებდა ხალხს და საკუთარი ელექტორატის მობილიზებას ახდენდა, მგონია, რომ ეს საფრთხობელა ისევ ჭირდება და ყავს.თუ აქამდე იყო, ჩვენ თუ არ ვიქნებით, ჩამოვა სააკაშვილი და დედას გიტირებთ, ახლა არის -  ჩვენ თუ არ ვიქნებით, აგერ გამოვა ციხიდან და დედას გიტირებთ. არ მგონია, რომ ეს საფრთხობელა  ხელიდან გაუშვას", - განაცხადა ჯაფარიძემ "ფორმულას" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები