ნინო გოგორიშვილი - ნაწილობრივ სიმართლეა, ნაწილობრივ ეს არის ფაქტების ინტეპრეტაცია

ნიკა გვარამიამ ჩემი ხელმოწერილი ტექსტი განავრცო, ფაქტი იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრამვა, - ამის შესახებ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი აცხადებს. 

მისი განმარტებით, მას არ უთქვამს,  რომ მიხეილ სააკაშვილის  მკურნალობა მხოლოდ საზღვარგარეთაა შესაძლებელი და ეს არის ნიკა გვარამიას ინტერპრეტაცია. 

"დღეს, 28 დეკემბერს პაციენტ მიხეილ სააკაშვილთან მყოფი ნიკა გვარამია გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ კითხვებზე ხელი მომაწერინა, რითაც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების შემდეგ ჩემს მიერ გაცემული იყო მოკლე პასუხები, ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით, რაც შევიტყვე პირდაპი ეთერში გაკეთებული განცხადებით. ფაქტი იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრამვა. ყველაფერი ეს სრულ თანხვედრაშია ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებასთნ , სადაც მან მიწოდა მკვლელი. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტლის და ჩემი, როგორც ექიმის დისკრედიტაციას", - ნათქვამია ნინო გოგორიშვილის წერილში, რომელიც ჟურნალისტებს გორის ჰოსპიტლის მთავარმა ექიმმა მალხაზ ურთქმელიძემ წაუკითხა, რადგანაც მისი თქმით, ნინო გოგორიშვილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის მის გვერდით იდგა და ჟურნალისტების კითხვებს შემდეგ თავადაც უპასუხა. 

"ნაწილობრივ სიმართლეა, ნაწილობრივ ეს არის ფაქტების ინტეპრეტაცია. მე არ მითქვამს,  რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გაყვანილი საქართველოდან უცხოეთში სამკურნალოდ, სხვაგან. მე ვუთხარი ფსიქოთერაპიული რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის თავისუფალი. ეს სად იქნება ეს ჩვენ არ გვეხება და ჰოსპიტალს მითუმეტეს", - განაცხადა გოგორიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები