არჩილ ტყეშელაშვილი - სასამართლომ უბრალოდ გადააკვალიფიცირა და სხვანაირი შეფასება მისცა ჩვენს მიერ წარდგენილ ბრალდებას

სასამართლომ ბრალდებულების ბრალეულობა სრულად გაიზიარა. დამნაშავედ ცნო ბრალდებულები თაღლითობის ჯგუფურად და დიდი ოდენობით ჩადენაში და უბრალოდ გადააკვალიფიცირა და სხვანაირი შეფასება მისცა ჩვენს მიერ წარდგენილ ბრალდებას, - ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.

"მივიღებთ ჩვენ სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენს, გავეცნობით და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრების ნაწილში. ჩვენი მტკიცებულებები რომ საკმარისი იყო ბრალდებულების გამტყუნებისთვის, ეს დადასტურდა, ვინაიდან სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაო მძიმე დანაშაულში ცნო დამნაშავედ“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა. 

სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა პატიმრობა არ შეუფარდა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები