ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ლექსო რაფავას მხარდამჭერი აქცია იმართება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან,  სადაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაკავებული,  პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ლექსო რაფავას  საქმის განხილვა უნდა გაიმართოს,  აქცია მიმდინარეობს.  

ადგილზე ლექსო რაფავას ახლობლები ოჯახის წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

მათი განცხადებით, ლექსო რაფავა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია, პოლიტიკურ ნიშნით,  უკანონოდ  არის დაკავებული. 

მათივე თქმით, ყოფილ პოლიციელს იარაღი და საბრძოლო მასალა ოჯახის თვალწინ ჩაუდეს. 

ამჯერად ლექსო რაფავას საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება არ ეძლევა. ადვოკატის განცხადებით, პენიტენციური სამსახური გაურკვეველი მიზეზით უარს აცხადებს განსასჯელის სასამართლო დარბაზში მიყვანაზე. თავის მხრივ,  ლექსო რაფავა უარს აცხადებს ონლაინ ჩართვაზე.    ადგილზე იმყოფებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები. მათი განცხადებით, ლექსო რაფავა არის ბიძინა ივანიშვილის  პატიმარი და მან სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა დატოვოს.    

ნუგზარ წიკლაურის თქმით, " ლექსო რაფავას საქმე არის სიმბოლო პოლიტიკური დევნის და უსამართლობის". 

ხატია დეკანოიძის განცხადებით კი, "ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ სჯიან ადამიანებს, რომლებიც ჩაბმული არიან ოპოზიციის სასარგებლო საქმიანობაში".

უახლესი ამბები