გიორგი გრიგოლია - ცოტა არ მჯერა, რომ სრულყოფილი რეაბილიტაცია შესაძლებელია იქ, სადაც ახლა იმყოფება

ცოტა არ მჯერა, რომ სრულყოფილი რეაბილიტაცია შესაძლებელია იქ, სადაც ახლა იმყოფება, მაგრამ მცდელობაც არ ყოფილა ამის, მცდელობა მაინც უნდა იყოს, - აცხადებს სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი, ნევროლოგი გიორგი გრიგოლია პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას. 

სახალხო დამცველისა კონსილიუმის წევრი მედიკოსების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების მიზეზი არის პირველ რიგში ხანგრძლივი შიმშილობით გამოწვეული ნევროლოგიური პრობლემები და მიღებული სტრესები. 

"გარდა იმისა, რომ ის  პატიმარია, მან ორჯერ მიიღო ძალიან მძიმე სტრესი, ერთი ეს იყო #18 დაწესებულებაში, გლდანში მისი გადაყვანის დროს და მეორე ეს იყო გორში, როცა მას გაუფრთხილებლად დაუპირეს ისევ რუსთავის დაწესებულებაში გადაყვანა. ის უბრალო პატიმრობაში კი არ იმყოფება, მან გადაიტანა სერიოზული სტრესი, რამაც გამოიწვია ეს სიტუაცია, მე ცოტა არ მჯერა, რომ სრულყოფილი რეაბილიტაცია შესაძლებელია იქ, სადაც ახლა იმყოფება, მაგრამ მცდელობაც არ ყოფილა ამის, მცდელობა მაინც უნდა იყოს. 

პირველ რიგში რჩება ანემია, არასრულყოფილი კვება, ეს არის ვერნიკეს ენცეფალოგრაფიის ნიშნები, რომელიც არ ალაგდა ბოლომდე, ერთი თვის განმავლობაში რასაც ვუყურებთ, არ აპირებს ალაგებას ეს ყველაფერი, ეს არის ნარჩენი მოვლენები იმ ხანგრძლივი შიმშილობის", - განაცხადა გრიგოლიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები