ონის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება

ონის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. ამჯერად ვაქცინაცია წედისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქვედში ჩატარდა. ამჯერად აიცრა 10 ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომელთაგან პირველადი აცრა ჩაიტარა ოთხმა მოქალაქემ, ხოლო “ბუსტერ” დოზით აიცრა 6 პირი.

იმუნიზაციის პროცესი ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრაფიკის მიხედვით მომავალშიც გაგრძელდება. 

კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა 2022 წლის თებერვალშიც გრძელდება.

უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, წამახალისებელი პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, იმ შემთხვევაში, თუ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრებიან, ერთჯერადად 200-ლარიან დანამატს, ხოლო “ბუსტერ“ დოზით აცრის შემთხვევაში - 100 ლარიან დანამატს მიიღებენ.