მათეუშ მორავიეცკი - მადლობა ქართველ მეგობრებს, რომლებსაც ახსოვთ პრეზიდენტ კაჩინსკის ეს ჟესტი

თითქმის 14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი თავის პატარა მეზობელ ქვეყანას თავს დაესხა, ლეხ კაჩინსკიმ მაშინვე გამოხატა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და მხარდასაჭერად ჩამოვიდა, მადლობა ქართველ მეგობრებს, რომლებსაც ახსოვთ პრეზიდენტ კაჩინსკის ეს ჟესტი,- ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ბათუმში, ახალ ბულვარში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნა.

მორავიეცკის თქმით, ლეხ კაჩინსკიმ თავისი ჟესტით პატივი სცა საქართველოს თავისუფალ არჩევანს. 

„ყველა კავშირისთვის აუცილებელია ღირებულებათა სისტემა, სიმართლე. ჩვენ ყველა ვეძებთ საძირკველს, სიმართლეს. ბატონმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ ძალიან კარგად იცოდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანობა, ევროპული კულტურა, რომელიც სიკეთეს, თავისუფლებას და  სიმართლეს ეყრდნობა. ასევე, მნიშვნელოვანია რომაული კანონი, ქრისტიანული ტრადიცია. კაჩინსკიმ ძალიან კარგად იცოდა, რომ ცივილიზაციებს შორის უნდა იყოს მიზნების და ერების კავშირი, რომლებსაც სწამთ თავისუფლებისა და რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობენ უკეთესი სამყაროს შესაქმნელად. როდესაც ამ ღირებულებების შელახვა ხდებოდა,  პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ძალიან მგრძნობიარე იყო ამ ტკივილის მიმართ. ის ძალიან მგრძნობიარე იყო საერთაშორისო აგრესიის მიმართ. თითქმის 14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ასეთ ბარბაროსულ აგრესიასთან მოხდა კონფრონტაცია. ისეთი დიდი სახელმწიფო, როგორიც რუსეთია, თავის პატარა მეზობელ ქვეყანას თავს დაესხა. ლეხ კაჩინსკი ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა, მაშინვე გამოხატა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და 2008 წლის 12 აგვისტოს უკრაინის და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად საქართველოს მხარდასაჭერად ჩამოვიდა და პატივი სცა საქართველოს  თავისუფალ არჩევანს, საქართველოს მამაც ხალხთან დაამტკიცა, რომ საქართველოს სურს დამოუკიდებლობა და ალბათ, ამიტომაც გახდა რუსეთის იმპერიის პირველი მტერი. ძალიან დიდი მადლობა ქართველ მეგობრებს, რომლებსაც ახსოვთ პრეზიდენტ კაჩინსკის ეს ქმედება, ჟესტი“’,- განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები