გიგი წერეთელი - როდესაც ქვეყანას ასეთი საფრთხეები აქვს, ხელისუფლება მთავარ მტრად ოპოზიციას არ უნდა აცხადებდეს

როდესაც ქვეყანას ასეთი საფრთხეები აქვს, ხელისუფლება მთავარ მტრად ოპოზიციას არ უნდა აცხადებდეს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მეტი თანხმობა და კონსოლიდაცია უნდა იყოს, -  ამის შესახებ   Front News-ს  „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განუცხადა. 

მისივე განმარტებით, რუსეთთან  შეერთების თაობაზე  ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებების პარალელურად რუსი დეპუტატის ანდრეი კლიმოვის განცხადება, რომ იგივეს გაკეთება და საქართველოდან გამოყოფა  აჭარასაც შეუძლია,  საქართველოში სიტუაციის არევის მცდელობაა.   

"ამგვარი განცხადებებით რუსეთი  ცდილობს აქ სიტუაციის არევას,  ან საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას. ყოველთვის როდესაც ასეთი მოწოდებებია,  გათვლებიც არის იმაზე, რომ აქ არსებული მეხუთე კოლონა და სხვებიც, ამ თემებს გააღრმავებენ.  ის,  რომ პოლიტიკური სარჩული მზადდება და ამით საქართველოს საზოგადოებასაც და მის ხელისუფლებასაც უგზავნიან გარკვეულ ინფორმაციას, ეს ფაქტია“, - განაცხადა წერეთელმა.  

მისი თქმით, რუსეთიდან საფრთხის პრევენციისა თუ თავდაცვის  მიზნით ხელისუფლება მეტად ქმედით ნაბიჯებს უნდა დგამდეს. 

"რუსეთისაგან ყველაფერს უნდა ელოდე და ამიტომ გვჭირდება არა იმის ძახება, რაც ხშირად გვესმის საქართველოს ხელისუფლებიდან, რომ სუსტები ვართ და თავს ვერ დავიცავთ, არამედ ამას სჭირდება მზადება იმისთვის, რომ თავდაცვა შევძლოთ და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ვიყოთ კიდევ უფრო მეტად მჭიდრო კავშირში, ყველა ამგვარი საფრთხის პრევენციისა თუ საპასუხო ზომების მისაღებად.  

ამის ნაცვლად საქართველოს ხელისუფლება ზოგი მიმართულებით, ძალიან სუსტია, ზოგჯერ კი მავნებლური პოზიციებიც აქვს.  როდესაც ქვეყანას ასეთი საფრთხეები აქვს, მთავარ მტრად ოპოზიციას არ უნდა აცხადებდეს ხელისუფლება. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მეტი თანხმობა და კონსოლიდაცია უნდა იყოს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები