სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე ბრალდებული კიდევ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე ბრალდებული კიდევ შვიდი პირის მიმართ გამოაცხადა განაჩენი.

სამ პირს ბრალად ედებოდა ჟურნალისტებზე ძალადობა, დანარჩენებს კი 5 ივლისს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ერთ-ერთ მოქალაქეზე ძალადობა.

სასამართლომ ექვს ბრალდებულს 225-ე, ძალადობის ორგანიზების მუხლი გადაუკვალიფიცირა და ჯგუფურ ძალადობაში ცნო დამნაშავედ, ერთი ბრალდებული კი – ძალადობაში.

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიაშვილის გადაწყვეტილებით, ირაკლი წიგნაძეს, ბაქარ მაისურაძეს, ნიკოლოზ დადვანს, მუხრან დადვანს, თორნიკე გაბელიანს, დავით ქოჩიაშვილს სასჯელის სახით ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა, ვანო ბურდულს სასჯელის ზომად  თავისუფლების  1 წლითა და 6 თვის ვადით აღკვეთა განესაზღვრა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები