დიეგო კოლასი - ეს უფრო მეტად იქნება პოლიტიკური პროცესი, ვიდრე იმისი შეფასება, ამა თუ იმ საკითხში, კითხვარის მიხედვით რამდენად შეესაბამებიან ეს ქვეყნები ევროკავშირს

საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის თქმით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დისკუსია ევროკავშირში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით მოხდება. ამიტომ, ეს უფრო მეტად იქნება პოლიტიკური პროცესი, ვიდრე იმისი შეფასება, ამა თუ იმ საკითხში, კითხვარის მიხედვით რამდენად შეესაბამებიან ეს ქვეყნები ევროკავშირს.

როგორც მან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ დისკუსიაზე აღნიშნა, აშკარაა, რომ ამ მომენტში ეს ქვეყნები ვერ აკმაყოფილებენ ევროკავშირის წევრობის სტატუსს და არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. 

მისივე თქმით, კრაინაში არსებულმა კრიზისულმა სიტუაციამ და უკრაინის დაჟინებულმა მოთხოვნამ ღია კარის პოლიტიკაზე ახალი რეალობა შექმნა არამარტო კიევისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც.

"მე არაერთხელ მითქვამს ბოლო პერიოდში, რომ იქმნება ახალი რეალობა და ეს ახალი რეალობა ქმნის შესაძლებლობების ფანჯარას, საქართველო კი მზად უნდა იყოს, ყველა ამ სირთულის მიუხედავად, გამოიყენოს ყველა ის შესაძლებლობა, რაც ახლა მაგიდაზე დევს“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები