მარიამ კვარაცხელია - მთავარი მიზანია, პარლამენტში შეიქმნას ლგბტ მხარდამჭერი ჯგუფი, რომელთანაც ვიმუშავებთ აქტიურად და იქნება ჩვენი ხმა პარლამენტში

რა შეიცვალა ლგბტ ადამიანების უფლებებისა და თანასწორობის საკითხებში და რას გეგმავენ 17 მაისს - ამ და სსხვა საკითხებზე Front News-ს „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორი მარიამ კვარაცხელია ესაუბრა. 

- ლგბტ ადამიანების უფლებებისა და თანასწორობის მიზნით, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა არსებობს, ჰომოფობია ისევ მძინვარებს, დისკრიმინაცია, ძალადობა, თუმცა სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG)  მიერ მომზადებული ძალიან საინტერესო კვლევა,  რომელიც აფასებს საზოგადოებრივ დამოკიდებულებებს და მიმღებლობის დონეს ლგბტ ადამიანების მიმართ.  ჩვენ აქ ვნახეთ, რომ 2016 წელთან შედარებით, 6 წლის თავზე ძალიან დიდი პროგრესი ჩანს საზოგადოებრივი დამოკიდებულების გაუმჯობესების მხრივ. 

ძალიან დამაიმედებელია კვლევის შედეგები. ჩვენ ვხედავთ, რომ  საზოგადოებრივი დამოკიდებულებები იცვლება, მაგრამ საჯარო სივრცეში მაინც ვერ გამოვდივართ, უფლებების დაცვის კუთხით დიდი პრობლემებია.  ეს მგონია, არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და რადიკალური, ანტი ლგბტ ჯგუფების აქტივობის შედეგი,  ასევე სამწუხაროდ,  საქართველოს საპატრიარქო და კონსერვატიული ხელისუფლება არათუ არ  გამოირჩევიან ლგბტ ადამიანების მხარდაჭერით, არამედ პირიქით, გვევლინებიან მათ წამქეზებლებად.  

ეს ჯგუფები, რომლებიც 5 ივლისს დათარეშობდნენ,  ქმნიან ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას, რომ  თითქოს ქართველი ხალხი ლგბტ ადამიანების წინაღმდეგია, მაგრამ ხაზგასმით შემიძლია თქმა, რომ ის 3 თუ 4 ათასი ადამიანი, რომლებიც  ძალადობას სჩადიოდნენ 5 ივლისს,  არ წარმოადგენენ ქართველი ხალხს.  ისინი არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული, მეტწილად  რუსეთიდან დაფინანსებული ჯგუფები, რომელთა მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ჰომოფობია. 

თემა, რომელზეც კაპიტალიზებენ, იყენებენ პოლიტიკური  ჯგუფები, ინსტიტუციები,  არის ჰომოფობიური და ძალადობრივი ხშირად, თუმცა  ხალხი, როგორც ასეთი, კი არის ჰომოფობიური და კონსერვატიული,  მაგრამ არ არის ძალადობრივი. WISG-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 47 პროცენტი  ამბობს, რომ ლგბტ უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია და არ ემხრობიან ძალადობას. 

- როგორი იყო 5 ივლისის შემდომი პერიოდი ლგბტ თემის წევრებისა და მხარდამჭერებისთვის?

- 5 ივლისის  შემდგომი პერიოდი ლგბტ თემის წევრებისთვის იყო ძალიან რთული.  იმდენად ძალადობრივი და რადიკალური იყო ეს დღე, (თუ ასეთ ძალადობრივ ხარისხს მიაღწევდა პროცესები,  ეს არ იყო პროგნოზირებული). ფაქტობრივად,  რამდენიმე თვე თემის წევრებს, ვისი გენდერული გამოხატვაც არის არანორმატიული, ჰქონდათ ქუჩაში გამოსვლის შიში, მაგრამ  ნელ-ნელა ვიშუშებთ იარებს.  გვესმის, რომ თანასწორობისა და ლგბტ უფლებებისთვის ბრძოლა არ არის მარტივი, მაგრამ ეს კვლევები,  რაც გვაჩვენებს ქართულ საზოგადოებაში დამოკიდებულებების ცვლას, სხვადასხვა ჯგუფებში, ახალგაზრდებში, რეგიონების მიხედვით, ყველგან არის პროგრესი ბევრი მიმართულებით, გვაიმედებს,  რომ ქართული საზოგადოებისთვის  ტაბურეტკებით სირბილი,  ძალადობა,  რაც 5 ივლისს ხდებოდა, დაუშველია. 

- თუ გაიზარდა მხარდაჭერა მას შემდეგ?

- დიახ, ჩვენ ვიგრძენით ძლიერი მხარდაჭერა, არა მხოლოდ 5 ივლისის შემდეგ, არამედ 5 ივლისამდე.  ჩვენ ვიგრძენით უპრეცედენტო მხარდაჭერა, კლუბები, ბიზნესები, სტარტაპები, დაახლოებით 100-მდე დაწესებულება გვიცხადებდა სოლიდარობას, პრაიდის კვირეულის ფარგლებში აქვეყნებდა მხარდამჭერ, სოლიდარობის პოსტებს, აყენებდა ლგბტ დროშის ფერებში პოსტერებს, სურათებს, გვიკავშირდებოდნენ, სხვადასხვა სახით გვაგრძნობინებდნენ მხარდაჭერას. რაც შეეხება 5 ივლისის შემდგომ პროცესებს, 6 ივლისს ჩვენ ვნახეთ, რომ 7 ათასამდე ადამიანი გამოვიდა საქართველოს პარლამენტის წინ და დაგმო ძალადობა, რომელიც იყო ჰომოფობიურ ნიადაგზე ჩადენილი. არ მახსენდება მანამ ამდენი ლგბტ დროშა აფრიალებულიყო პარლამენტის წინ.  

- რაც შეეხება 17 მაისის აღნიშვნას? 

- ჩვენ წელს აღვნიშნავთ 17 მაისს,  ჰომოფობიის წინააღდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, გავმართავთ პანელურ დისკუსიას, კონფერენციას, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი დაესწრება. ვისაუბრებთ მიღწევებსა და გამოწვებებზე. ხოლო ივლისის ბოლოს თბილისში ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ გეგმავს პრაიდ კვირეულს, რომელშიც იქნება 3 ძირითადი ღონისძიება, იქნება ფილმის ჩვენება, მე-2  - იქნება ძალიან საინტერესო,  რეგიონული ლგბტ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის,  აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს წარმომადგენლები, ლგბტ აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. არსებულ გეო-პოლიტიკურ კონტექსტში, ვფიქრობთ, რომ დისკუსია, დიალოგი და არსებული გამოცდილებების  გაზიარება მნიშვნელობანია. 

მე-3, ბოლო ღონისძიება იქნება თბილისი პრაიდ ფესტივალი  - „პრაიდ ფესტი“, რომელიც იქნება საკმაოდ მასშტაბური, ღია სივრცეში, თუმცა  დახურულ,  კერძო საფესტივალო ტერიტორიაზე, დაახლოებით 4 ათას ადამიანამდე  მიიღებს მონაწილეობას, შარშანაც ჩატარდა ასეთი ფესტივალი. შევიკრიბებით ლგტბ თემის წევრები, მხარდამჭერები, იქნება კონცერტები, პერფორმანსები, გამოფენები, დღის და ღამის ღონისძიებები. ამით ერთგვარად მხარს დავუჭერთ ერთმანეთს, როგორც თემი, მოძრაობა კიდევ უფრო გავძლიერდებით, გარკვეულწილად ვიზეიმებთ იმ მიღწევებს, რაც გვაქვს, თუმცა ძალიან  კარგად ვიცით,  რომ უმწვავესი პრობლემები რჩება, როგორიცაა ძალადობა, სიღარიბე, დისკრიმინაცია და ამ ყველაფერზე ვმუშაობთ.

„თბილისი პრაიდი“ ძალიან აქტიურად მუშაობს როგორც თემის წევრებთან,  ასევე მათ ოჯახის წევრებთან.  ასევე ვმუშაობთ საქართველოს პარლამენტარებთან, მათ სათითაოდ ვხვდებით, რომ ჩვენი საკითხები პოლიტიკურ დღის წესრიგში მაქსიმალურად წამოვწიოთ. 

- რამდენად აღწევთ  ამ მიმართულებით შედეგს?

- ნელი, ფრთხილი ნაბიჯებით მივდივართ წინ, ვხვდებით პარლამენტარებს, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვცდილობთ, ავუხსნათ მათ,  რა  პრობლემები გვაქვს, რატომ არის  მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით მუშაობა. მთავარი მიზანი არის, რომ პარლამენტში შეიქმნას ლგბტ მხარდამჭერი ჯგუფი, საპარლამენტო, არაფორმალური, რომელიც დაკომპლექტდება მეტ-ნაკლებად სენსიტიური პარლამენტარებისგან, ვისთანაც ვიმუშავებთ აქტიურად და ისინი იქნებიან ჩვენი ხმა პარლამენტში. 

მოგეხსენებათ, ჩვენ შარშან გავაფორმეთ მემორამდუმი პოლიტიკურ პარტიებთან, 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა ხელი მემორანდუმს, რაც მნიშვნელოვანია. ეს პროცესია, გარკვეული ნაბიჯი გადაიდგა,  ვაგრძელებთ პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობას, ასევე საზოგადეოებასთან აქტიურ კამპანიას, ტრენინგებს, ცნობიერების ამაღლებას იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეიცვალოს დამოკიდებულებები და ეს სიძულვილი და აგრესია, რაც არსებობს,  დაიძლიოს.  ვმუშაობთ, რომ  მხარდაჭერა როგორც სამოქალაქო, ასევე ბიზნეს სექტორში კიდევ უფრო გაიზარდოს.   

ირინა მაკარიძე

Front News

უახლესი ამბები