გიორგი ქადაგიძე - ჩვენ არ უნდა ველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმას, თუ "ქართული ოცნება“ საით წაიყვანს ქვეყანას

ჩვენ არ უნდა ველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმას, თუ „ქართული ოცნება“ საით წაიყვანს ქვეყანას,  - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა  გიორგი ქადაგიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ოლიგარქია და დასავლეთი სისტემურად შეუთავსებელია. 

"ოლიგარქია და დასავლეთი სისტემურად შეუთავსებელია. უკრაინელებმა დასავლეთის გამოღვიძებისა და საკუთარი გმირული წინააღმდეგობის ხარჯზე დაავიწროეს ის სივრცე,  როდესაც ხელისუფლებას შეეძლო ეთამაშა, რომ დასავლეთი უნდა და ესაა მისი გაცხადებული კურსი და ამავე დროს ყველაფერი,  რასაც დასავლეთი გულისხმობს,  უარყოს.  

თუ ჩვენ ვერ მოვიპოვეთ დღეს თავისუფლება, თუ ჩვენ ფარდის იქეთა მხარეს არ აღმოვჩნით, როგორც თავის დროზე ბალტიისპირეთის ქვეყნები, აქ არასდროს მშვიდობა არ იქნება, იქნება ყოველთვის დაძაბულობა. 

როცა თავისუფლებაზე დგება საკითხი,  აქ ჩვენ არ უნდა ველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმას, თუ „ქართული ოცნება“ საით წაიყვანს ქვეყანას, ჩვენ უნდა  გამოვხატოთ ჩვენი დაუმორჩილება და პროტესტი ყველა ფლანგზე, იმისთვის,  რომ ეს წნეხი და ეს სუნთქვა ოლიგარქიის რეჟიმისთვის იყოს ძალიან მკაფიო ნიშანი, რომ შეუძლებელია ამ კურსიდან გადახვევა“, - განაცხადა ქადაგიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები