კარასინი - ზურაბ აბაშიძესთან კონტაქტი გრძელდება, ჭორები ამ ფორმატის გაყინვის შესახებ ნაადრევია

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან  ზურაბ აბაშიძესთან კონტაქტები სატელეფონო და ვიდეოკონფერენციის საშუალებით გრძელდება.

”ჭორები ამ ფორმატის გაყინვის შესახებ ნაადრევია, ჩვენ საკმაოდ ხშირად ვუკავშირდებით ტელეფონით, ვიდეოკონფერენციის საშუალებით. ახლა ისეთი დროა, როდესაც ფორმატები არ უნდა გაიყინოს“, - განაცხადა კარასინმა.

მისივე თქმით, პირისპირ შეხვედრის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. 

”მაგრამ ჩვენ ველით, რომ ეს უნდა მოხდეს უახლოეს თვეებში”, - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები