ზურაბ აბაშიძე - კარასინმა სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით მოსკოვი არანაირ აქტივობაში არ არის ჩართული

გრიგორი კარასინმა სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით მოსკოვი არანაირ აქტივობაში არ არის ჩართული, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

"შედგა სატელეფონო საუბარი გრიგორი კარასინთან. მან გააკეთა მოკლე კომენტარი ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოსკოვში საქმის კურსში არიან ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ, ეს მათი მხრიდან არ დარჩება უყურადღებოდ. 

მან ასევე თქვა, რომ რეფერენდუმთან დაკავშირებით მოსკოვი არანაირ აქტივობაში არ არის ჩართული. მოგეხსენებათ, ანალოგიური კომენტარი რამდენიმე დღის წინ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც გააკეთა“, – განაცხადა აბაშიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები