ზურაბ ბატიაშვილი - ევროკავშირის გზას და ორიენტაციას ალტერნატივა არ გააჩნია, ალტერნატივა არის განახლებული საბჭოთა კავშირი

ევროკავშირის გზას და ორიენტაციას ალტერნატივა არ გააჩნია, ალტერნატივა არის განახლებული საბჭოთა კავშირი, -  ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, არათუ ევროპულ გაერთიანებაში, ნებისმიერ კლუბში გაწევრიანებისთვისაც კი საჭიროა მის წესებს აკმაყოფილებდე. 

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შესაძლოა,  სურვილი ჰქონდეთ, რომ  მიგვიღონ  ევროკავშირში, რომ თვითონაც კარგად იყვნენ და ის გააგრძელონ, რასაც აკეთებენ, მაგრამ მეორეა რეალობა. ნებისმიერ კლუბში რომ გაწევრიანდეთ,  როგორც კერძო პიროვნება, იმ კლუბის წესებს უნდა აკმაყოფილებდეთ, რომელ კლუბშიც შედიხართ. თუ არ აკმაყოფილებთ, არცერთი კლუბი თქვენს წესებზე არ გადმოვა. მითუმეტეს, ისეთი გაერთიანება, როგორიც არის ევროკავშირი. 

ევროკავშირის გზას და ორიენტაციას ალტერნატივა არ გააჩნია. ალტერნატივა არის განახლებული საბჭოთა კავშირი. როგორც კი პატარა შანსი ეძლევა რუსეთს,  მაშინვე შემოგვთავაზა "3 + 3“ ფორმატი. ეს არის ჩვენი დაბრუნება საბჭოთა კავშირში. სახელს არ აქვს მნიშვნელობა. იქ, სადაც რუსეთი, ჩვენი ოკუპანტი ქვეყანა იქნება მთავარი წამყვანი, იქ არის თუ არა ჩვენი ადგილი,  ამაზე პასუხს პატარა ბავშვიც კი არგუმენტირებულად  გაგცემთ“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები