მიხეილ სარჯველაძე - რაც შეეხება დეოლიგარქიზაციაში იგულისხმება თუ არა ივანიშვილი, მე ასე არ გამიგია

"ქართული ოცნების" დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხში ხელისუფლებას, ოპოზიციას, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, თითოეულს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს.

"თუკი ჩვენ გავეცნობით ამ დოკუმენტის შინაარსს, სადაც არის განსაზღვრული პირობები, ვფიქრობ, რომ იქ ნამდვილად არ არის ისეთი რაიმე კონკრეტული პირობა განსაზღვრული, რომლის შესრულებაც იქნება განსაკუთრებულად რთული. არის გარკვეული პუნქტები, რომელთა მიმართებაშიც მე ხელისუფლების სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლება საკუთარ თავზე აიღებს და ამას განახორციელებს, თუმცა არის გარკვეული ნაწილები, რომლებთან დაკავშირებითაც გვჭირდება საერთო კონსენსუსი. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ საერთო პასუხისმგებლობა გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში უნაწილდება ოპოზიციას და არა მხოლოდ მათ, სამოქალაქო საზოგადოებასაც, მედიასაშუალებებსაც, რომლებიც სამწუხაროდ, დღეს გვევლინებიან დესტრუქციულობისა და პოლარიზების გაღრმავების მთავარ შემოქმედებად. რასაკვირველია, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციაში იგულისხმება თუ არა ივანიშვილი, მე ასე არ გამიგია, ოლიგარქიას აქვს თავისი განმარტება, ოლიგარქი ეს არის არა უბრალოდ შეძლებული ადამიანების არსებობა, რომლებიც პარტიულ მოღვაწეობას ეწევიან, არამედ სახელმწიფოსა და ხელისუფლებისა ძალაუფლების გამოყენება საკუთარი მერკანტილური ინტერესებისთვის. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, არანაირი საფუძველი საუბრის, რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი რამენაირად იყენებდეს ძალაუფლებას საკუთარი ინტერესებისთვის, მოცემულ შემთხვევაში უბრალოდ არ არსებობს. პრიმიტიულად ნურავინ ნუ მიუდგება ამ საკითხს და ნურავინ ნუ იტყვის, რომ რახან ივანიშვილს აქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობები, ეს ავტომატურად ოლიგარქიას ნიშნავს. რასაკვირველია, ეს არის აბსოლუტურად მცდარი, შესაბამისად, ასე გადაწყვეტილებები არ ფუძნდება ევროპულ სტრუქტურებში. ამ შემთხვევაში შეიძლება მოვიაზროთ ის, ვისზეც გუშინ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. საქართველოში დღეს არსებობენ „პოლიტიკოსები“, რომლებიც იღწვიან იმისკენ, რომ ხელისუფლება ხელში აიღონ და ამისთვის საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებს იყენებენ. დასახელდა გვარები, მათ შორის კეზერაშვილი, რომელიც დღეს აქტიურად მოღვაწეობს პოლიტიკაში და შესაბამისად მას აქვს გავლენები ამ მიმართულებით, ეს ძალიან ცუდია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები