რატი იონათამიშვილი - საკუთარ იმიჯზე მეტად ვუფრთხილდები პარალიმპიური მოძრაობის და კომიტეტის იმიჯსა და რეპუტაციას

პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი კომიტეტის მიერ დღეს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ფეიკნიუსს უწოდებს და აცხადებს, რომ ასეთი ტყუილის კადრება "მინიმუმ ძალიან უხერხულია".

"მიუხედავად იმისა, რომ პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ვარ და ამავდროლუად, “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, არასდროს მიკადრია, რომ კომიტეტის პოლიტიზება მეცადა, ან პირადი პიარისთვის გამომეყენა კომიტეტის წარმატება, რადგან  საკუთარ იმიჯზე მეტად ვუფრთხილდები პარალიმპიური მოძრაობის და კომიტეტის იმიჯსა და რეპუტაციას.

კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის და ფეიკნიუსების გავრცელება!

გასაგებია, რომ უკვე ისე უჭირთ, ასეთი სიცრუით და ტყუილებით ცდილობენ ყალბი აღქმების შექმნას, მაგრამ მინიმუმ ძალიან უხერხულია ასეთი ტყუილის კადრება, რეალურად კი ეს არის დანაშაული! ამიტომ აუცილებლად მოგიწევთ ყველაფერზე პასუხის გაცემა!", - წერს იონათამიშვილი.

განცხადება გაავრცელა კომიტეტმაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ აქციაში მონაწილეობას არ აპირებენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები