მიხეილ სარჯველაძე - საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს ევროინტეგრაციასთან, როგორც ის არის ახლა

"პატივისცემას იმსახურებს გუშინ აქციაზე მისული გულწრფელი ხალხის უფლება, გამოხატონ თავიანთი პოზიცია, მაგრამ დასანანია როდესაც ხედავ, რომ აქ ზოგიერთები ცდილობენ, რომ ასეთი ხალხის სიმრავლე საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და აღნიშნა რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია საზოგადოების ზედმიწევნით სწორად ინფორმირება.

"სწორედ ახლა, როდესაც საქართველოს საზოგადოების ყურადღება მთლიანად ფოკუსირებულია ევროპული მიმართულებით საქართველოს პერსპექტივების საკითხებზე, ამავე საკითხის დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია საზოგადოების ზედმიწევნით სწორად ინფორმირება. ეს იმისთვის, რათა საზოგადოებამ შეძლოს სწორად შეაფასოს მიმდინარე მოვლენები და არავის გაუჭირდეს ჭეშმარიტების გარჩევა ზოგიერთი პარტიის კერძო ინტერესებისგან. სამწუხაროდ, გვაქვს დღესაც ვითარება, როდესაც ეს ვიწრო პარტიული ინტერესები უპირისპირდება და ჩრდილში ამყოფებს ქვეყნის ინტერესებს.

ის ვინც დღეს ცდილობს, რომ გააუფასუროს 17 ივნისის გადაწყვეტილების მნიშვნელობა, წარმოაჩინოს ეს გადაწყვეტილება, როგორც ევროინტეგრაციის გზაზე უკუსვლად, თავად ძალაუნებურად უპირისპირდება იმ სინამდვილეს, რაც განაცხადა ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას ევროკომისიის პრეზიდენტმა - ეს იყო უზარმაზარი ნაბიჯი წინ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე შეფასებით, საქართველო არ უნდა გაწბილდეს იმის გამო, რომ ავანსად არ მიეცა კანდიდატის სტატუსი, რადგან  არაერთხელ აღინიშნა, რომ ვერც უკრაინა მიიღებდა ამ სტატუსს, რომ არა ომი და საბედნიეროდ საქართველოს იგივე ომის მდგომარეობა არ აქვს.

"იციან ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენი ოპოზიციის ნაწილი კვლავ მძვინვარებს, რადგან მათაც კარგად ესმით, რომ 17 ივნისის გადაწყვეტილების შემდეგ საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს ევრო ინტეგრაციასთან, როგორც ის არის ახლა და რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია - საქართველოს აქვს საუკეთესო შესაძლებლობა, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს 17 ივნისს გამოჩენილ ახალ ჰორიზონტს. საქართველოს აქვს უკეთესი შესაძლებლობაც და აქვს რეალური რესურსიც საამისოდ და ამაში ხელის შეშლას დესტრუქციული ოპოზიცია ვერ შეძლებს. ერთადერთი სივრცე, სადაც ასეთი ხელშეშლის შესაძლებლობა აქვს ოპოზიციას, ეს არის პოლარიზაციის შემცირება, რომელიც ერთადერთია იმ საშინაო დავალებებს შორის, რაზე ზრუნვაც, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, მხოლოდ საქართველოს დაევალა. ამას კარგად ხედავენ და ამიტომაც დაიწყო ოპოზიციის მხრიდან გააფთრებული სვლა პოლარიზაციის გასაღრმავებლად. ამას არ და ვერ ექნება მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობისგან და ამის მხილებით საქართველო შეძლებს შემდგომი ნაბიჯების გადადგმას ქართველი ხალხის ნების აღსასრულებლად“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები