კახა წიქარიშვილი - იუსტიციის საბჭო ცდილობს, მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნა იმ დროს განახორციელოს, როდესაც მათკენ საზოგადოებრივი ყურადღება არ იქნება მიმართული

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როგორიც მიხეილ ჩინჩალაძის ხელახალი არჩევაა, საზოგადოების ყურადღების მიღმა გააპაროს, -  ამის შესახებ Front News-ს "დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის“ წევრმა კახა წიქარიშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქციას გეგმავდნენ, თუმცა იუსტიციის საბჭომ პროცესი უკვე მერამდენედ გადადო. 

"იუსტიციის საბჭო ცდილობს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს  თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნა იმ დროს განახორციელოს, როდესაც მათკენ საზოგადოებრივი ყურადღება არ იქნება მიმართული. დღეს ჩვენ ვგეგმავდით აქციას, მაგრამ  ცნობილი გახდა, რომ პროცესი გადაიდო. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საბჭო ამ დანიშვნას იმ დროს მოახდენს,  როდესაც მას არ ეყოლება არ დამკვირვებელი, არც მედია იქნება“- განაცხადა წიქარიშვილმა. 

"დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის“  წარმომადგენლის განმარტებით, პრობლემა იმაშია, რომ მიხეილ ჩინჩალაძის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ განმეორებით დანიშვნა ისევ კლანური მმართველობის შენარჩუნებას ემსახურება.  

"მიხეილ ჩინჩალაძეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობის ვადა ამოეწურა, თუმცა 2 ივნისს მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. პრობლემა იმაშია,  რომ მიხეილ ჩინჩალაძე არის ლიდერი იმ მცირე ჯგუფის, რომელიც კარს მიღმა იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც შემდეგ ფორმდება საბჭოს მეშვეობით. ნებისმიერი საკადრო გადაადგილება, მოსამართლის დანიშვნა, გადაყვანა, დაწინაურება, ეს გადის ძალიან სერიოზულ ფილტრს ამ კლანის მიერ. გარკვეული შიდა იერარქია აქვთ,  ეს არის ნახევრად მაფიოზური დაჯგუფება, "მოსამართლეთა საძმო“ ,  რომელსაც  თავისი კოდექსი აქვს. 

არავითარი კონკურენტული გარემო  არ არსებობს, ერთი კანდიდატი სახელდება, რომელსაც ყველა მხარს უჭერს. ჩვენ მოვითხოვეეთ,  რომ წარიმართოს ინკლუზიური პროცესი და სხვა მოსამართლეებს მიეცეთ კანდიდატურის დაყენების შესაძლებლობა. თუმცა თუ პოლიტიკური ვითარება არ შეიცვალა და სასამართლო არ გათავისუფლდა,  ნაკლებად მოსალოდნელია სისტემის შიგნით რამე შეიცვალოს“, -  განაცხადა კახა წიქარიშვილმა. 

მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ 5 წლის ვადით 2017 წელს  აირჩიეს, მას უფლებამოსილების ვადა მაისის ბოლოს ამოეწურა.

უახლესი ამბები